საქართველოს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენცია
2014 წლის 21–23 ნოემბერს თბილისის მასწავლებელთა
სახლის ორგანიზებით სასტუმრო „ქორქიათ მარიოტში“
ჩატარდა საქართველოს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენცია.
კონფერენციის მიზანი გახლდათ ტექნოლოგიების სფეროში
მიმდინარე თანამედროვე ტენდენციების საგანმანათლებლო სექტორში ინტეგრირებისა და განპირობებული
ცვლილებების შესახებ დაინტრესებული მხარეების ინფორმირება. მათ შორის კომუნიკაციის,
გამოცდილებისა და ინფორმაციის გაზიარება, ახალი კონტაქტების დამყარება.
კონფერენციაში სულ მონაწილეობდა 250 ადამიანი.
აქედან 51 იყო მომხსენებელი, (როგორც ქართველი, ასევე უცხოელები. კერძოდ: ტატიანა ნანიევა–
ინტელის კოორდინატორი საზღვარგარეთის სხვადასხვაქვეყნებში; ნინა დემენტიევსკა–ინტელის
კოორდინატორი უკრაინაში და სხვები). დანარჩენი მსმენელი.
ამავე კონფერენციაზე 22 ნოემბერს გამართულ პოსტერების
სესიაზე წარმოდგენილი მქონდა პოსტერი– ისტ და ქიმიის პირველი გაკვეთილ (VIII კლასი).რისთვისაც
გადმომეცა შესაბამისი სერტიფიკატი.
კონფერენცია გახსნა განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის მოადგილემ ქალბატონმა ლია გიგაურმა.
კონფერენცია ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი
იყო. მოვისმინეთ ძალიან ბევრი ინოვაციური სიახლეები. ჩემი დიდი მოწონება დაიმსხურა
მომხსენებლებმა:
ტატიანა
ნანიევა–საგანმანათლებლო ტექნოლოგიების თანამედროვე ტენდენციები 21–ე საუკუნეში.
ნათია
მაისურაძე– კომიქსებისა და პრეზენტაციების გამოყენება სასწავლო პროცესში.
დავით
ნოზაძე– მარტივი საგანმანათლებლო თამაშების შექმნა საპრეზენტაციო პროგრამაში.
მასწავლებელთა
მეორე ეროვნული კონფერენცია
2014 წლის
10–12დეკემბერს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრმა სასტუმრო „ბაზალეთის
ტბა“-ზე ჩაატარა საქართველოს მასწავლებელთა მეორე ეროვნული კონფერენცია.
კონფერენციის სახელწოდება: „საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში“.
კონფერენციის
მიზანი: პედაგოგთა საუკეთესო გამოცდილების გაზიარება. მასწავლებელთა პოფესიული და პედაგოგიურ–პრაქტიკული
კვლევის უნარ-ჩვევების განვითარება.
აღნიშნულ კონფერენციაზე საბუნებისმეტყველო მეცნიერებების
კათედრაზე ერთ–ერთი მომხსენებელი გახლდით მე, სსიპ დაბა
თიანეთის N2 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი ნანა ლომაძე.
წარდგენილი მქონდა 2013–2014 სასწავლო წელს მეცხრე კლასის მოსწავლეების მიერ განხორციელებული
პროექტ-გაკვეთილი სახელწოდებით “ პური და ხარისხი“. მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრმა კონფერენციაში წარდგენილი მოხსენებისთვის
გადმომცა სერტიფიკატი.
Комментариев нет:
Отправить комментарий